logo
ENG



"არავინ უცემიათ" - კობახიძე სამნიძესა და ბერძენიშვილზე თავდასხმაზე

07 ივნ 202214:16
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რესპუბლიკური პარტიის წევრებზე თავდასხმაზე საუბრისას ამბობს, რომ "არავინ უცემიათ". თავდასხმაზე გამოძიება შსს-მ ძალადობის მუხლით დაიწყო.

ფორმულას ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, რომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, კობახიძე თქვა:

"კულტურულად მოიქეცი... არაადეკვატურ კითხვას სვამ. ადეკვატური კითხვები დასვი".

6 ივნისს რესპუბლიკური პარტიის ლიდერების ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. პოლიციამ საქმეზე ერთი პირი დააკავა. გარდა ამისა, პოლიტიკოსები დაზარალებულებად ცნეს.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერებზე თავდასხმიდან მეორე დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სესიაზე დავით და ლევან ბერძენიშვილებს დაესხა თავს. მას არ დაუგმია პოლიტიკოსებზე თავდასხმა და პირდაპირ დაიწყო საუბარი, რომ "ეროვნული იდენტობის დაკნინებას ცდილობენ".

კობახიძის განცხადება ოპოზიციაში ძალადობის წახალისებად შეაფასეს. ხათუნა სამნიძის თქმით, იმის ნაცვლად, რომ კობახიძემ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბროს, ის მოძალადე ჯგუფებს მწვანე შუქს უნთებს, რომ განსხვავებული შეხედულებების ადამიანებს თავს დაესხან.


close დახურვა